ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 264 ადამიანს დაუდასტურდა, 1 665 გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 807 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 568 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 264 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 404 023-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.73 % ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.44 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 665 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 374 753-მდე.
გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 714 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 45, შიდა ქართლი - 33, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 65, კახეთი - 62, მცხეთა-მთიანეთი -35, სამცხე-ჯავახეთი - 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 870, აჭარაში - 497, იმერეთში - 661. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 523- აჭარაში. 16 546 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 მოქალაქე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 023 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 078, აჭარაში - 2 861, იმერეთში - 1 986.
გუშინ, საქართველოში კორონავირუსი 2 061 ადამიანს დაუდასტურდა., თუმცა 31 204 ტესტი ჩატარდა, რაც დღევანდელზე ნაკლებია.