Aigile Spirit 2021-ის ხელმძღვანელმა აშშ-ის მხრიდან, პოლკოვნიკმა კრის მარშალმა განაცხადა, რომ სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) რეგიონში ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყო, თუმცა დღეს უკვე მრავალეროვნული სწავლება გახდა. ამის შესახებ მან სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, წვრთნების გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, სწავლების მიზანია, მონაწილე სამხედროების უკეთესად მომზადება, რათა ნებისმიერ კრიზისს სათანადო პასუხი გასცენ.
,,Aigile Spirit 2021-ი უკვე მეათედ ტარდება. სწავლება, რომელიც რეგიონში ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყო, დღეს ეს უკვე მრავალეროვნული სწავლება გახდა. ახლა მასში 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, რომელთა ერთობლივი ჩართვით იზრდება მათი მზადყოფნა და ურთიერთთავსებადობა.
სწავლების საშტაბო კომპონენტი II ბრიგადაში იმართება, ხოლო ბატალიონის დონის სწავლებები, საბრძოლო სროლებით - საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე. სწავლება ჩვენს პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებულია წვრთნების განვითარებაზე, რომლის დროსაც ერთმანეთს პრაქტიკას ვუზიარებთ. იზრდება ურთიერთთავსებადობა ჩვენი შეიარაღების ქვედანაყოფებისა და სხვადასხვა თვალსაზრისით ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი, უკეთესად მომზადებული სამხედროა, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს ნებისმიერ კრიზისს", - განაცხადა მარშალმა.
„მტკიცე სული 2021“, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ, დღეს დაიწყო