ვაქცინაცია შესაძლოა, რეგისტრაციის გარეშეც გახდეს შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო კვირიდან, ვაქცინაცია, სავარაუდოდ, რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი.

"გეგმა გვაქვს და ვფიქრობთ, როცა რეგისტრაციის პირველი ნაკადი დასრულდება ანუ მომდენო კვირიდან გაიხსნას ადგილზე მისვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც აქტივობა შედარებით დაბალია და კლინიკებს შეუძლიათ, მიიღონ რეგისტრაციის გარეშე მისული მოქალაქეები; ასე რომ, ეს მექანიზმიც გააქტიურდება. დოზები ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ მიწოდების პრობლემა არ შეიქმნას და ასევე, ველოდებით დამატებით დოზებს მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოტით Pfizer-ის ვაქცინა დაემატება რეგისტრაციას, თუმცა მოქალაქეებმა პორტალი უნდა აკონტროლონ, რათა ვაქცინაციაზე დარეგისტრირდნენ.

"მაგალითად, დღეისთვის 10 ათასი დოზა ვაქცინის გამოტანა იყო დაგეგმილი, შეიძლება უკვე გამოვიდა კიდეც, ზუსტად ვერ გეტყვით" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 264-ს შეადგენს, გუშინდელთან შედარებით ნაკლები ტესტი ჩატარდა