საქართველოში კოვიდვაქცინით აცრის მაჩვენებელი გაიზარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 14 210-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 432 795 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 410 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 377 597, გარდაიცვალა 5 751 პაციენტი.

ცნობისთვის, 27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 13 884 აცრა ჩატარდა. აქედან 55% Pfizer-ით აიცრა, შემდეგ მოდის Sinopharm-ი, AStrazeneca და Sinovac-ი.

ბოლო 24 საათში საქართველოში აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა