ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იუბილარია. 1942 წლის 20 ნოემბერს დაბადებული ბაიდენი 78 წლის გახდა. 20 იანვარს, ფიცის დადების შემდეგ, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ისტორიაში შევა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი.
აქამდე ამ ტიტულს რონალდ რეიგანი ფლობდა, რომელმაც თეთრი სახლი 77 წლის ასაკში დატოვა.
ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.