„ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე, სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი, სენატის ორპარტიულ ჯგუფთან, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრ ჯიმ რიშთან, ბენ კარდინთან, რობ პორტმანთან, კრის ვან ჰოლენთან და ჯონ ბარასოსთან ერთად ერთლობლივ განცხადებას ავრცელებენ.
”ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენებით, რაც ძირს უთხრის რეფორმის მცდელობებს, რომლებიც 19 აპრილის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
შეერთებული შტატები, ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელიც გზას გაუხსნის კრიტიკულ მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს.
გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას, ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს დროს, უფრო გულდასაწყვეტი იყო ის, რომ დღეს ,,ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა თავისი განზრახვა, ცალმხრივად დაეტოვებინა 19 აპრილის შეთანხმება.
მმართველ პარტიას ეკისრება პასუხისმგებლობა, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს.
როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ.
საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი, ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხირივ ურთიერთობას. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს", - ნათქვამია განცხადებაში.