CDC-ი: „დელტა“ ვარიანტს მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია და ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) შეფასებით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შიდა დოკუმენტის თანახმად, არსებული ვაქცინები ძალიან ეფექტურია ვაქცინირებულ ადამიანებში სერიოზული დაავადებების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად.

CDC-ის დირექტორის განცხადებით, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებული პირების ცხვირი და ყელი დიდი რაოდენობის ვირუსის მატარებელია.

„დელტა“ ვარიანტი უფრო გადამდებია ვიდრე ვირუსები, რომლებიც იწვევენ შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს, მწვავე რესპირატორული სინდრომს, ებოლას, გაციებას, სეზონურ გრიპს და ჩუტყვავილას.

11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

აშშ-ში სრულად ვაქცინირებულებს დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ