აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს მოუწოდებს, რომ პირბადეები დახურულ სივრცეებშიც ატარონ.
როგორც Washington Post-ი წერს, დელტა ვარიანტის სწრაფმა გავრცელებამ შეცვალა გაზაფხულის პერსპექტიული ტენდენციები ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი იმედგაცრუებულია ზაფხულის პერიოდში დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.
როშელ ვალენსკი ამბობს, რომ ბევრ სფეროში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.
,,ეს არ არის მისასალმებელი სიახლე, რომ ნიღაბი კვლავ იქნება იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილი, ვინც უკვე აიცრა”, - განაცხადა ვალენსკიმ.
CDC-ის დირექტორმა კორონავირუსის დელტა ვარიანტი აღწერა, როგორც განსხვავებული ვირუსი, რომელსაც შეუძლია ინფექციის აფეთქებები ვაქცინირებულ ადამიანებშიც გამოიწვიოს.
CDC-ი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში ატარონ პირბადე.
ცენტრი ასევე იმ ვაქცინირებულ ადამიანებს მოუწოდებს, ვისაც სახლში მცირეწლოვნები და დაბალი იმუნიტეტის მქონე ოჯახის წევრები ჰყავთ, ნიღბები საჯარო სივრცეებშიც ატარონ.
ვაქცინაციის მიუხედავად, პირბადის ტარების რეკომენდაცია ასევე ეხებათ მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
CDC: სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ
აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ