ისრაელის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა

Time of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი და მისი მეუღლე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრნენ.

ისრაელში, 60 წელს ზემოთ პირების Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის მეასამე დოზას მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომლებმაც მეორე დოზა, სულ მცირე, 5 თვის წინ გაიკეთეს.

28 ივლისს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებულ შემთხვევებში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვა.

ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს