ვიოლა ფონ კრამონი: ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით

სურს თუ არა ხელისუფლებას მიზანმიმართულად საგარეო კურსის შეცვლა და დაადგა თუ არა მმართველი პარტია პრორუსულ გზას, ჟურნალისტების ამ შეკითხვას თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა.

,,ეტაპობრივად არის რუსეთთან დაახლოება, მაგალითად ასეთ გადაწყვეტილებებს რუსეთი მიესალმება - იქ საუბარია ფრენების აღდგენაზე. ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით და ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის. ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. მე აქ პროტესტს ვერ გამოვთქვამ. აქ მნიშვნელოვანია, თქვენ იყოთ დაცული ქუჩაში, ასოცირების ხელშეკრულება განხორციელდეს და ყველას ის შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც მთავრობამ მოახდინა.

თუ ექნებათ რუსეთთან უფრო მჭირდო ურთიერთობა, ეს მათი გადასაწყვეტია. ასოცირების ხელშეკრულებას თუ რეგულარულად დაარღვევენ, მაგალითად, პრესა თუ წნეხის ქვეშ იქნება, ეს ევროპული ღირებულების დაღვევად ჩაითვლება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირს დასჭირდება, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან