„დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებულების ცხვირი და ყელი დიდი რაოდენობის ვირუსის მატარებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) შეფასებით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტს აცრილებიც მარტივად ავრცელებენ.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებული პირების ცხვირი და ყელი დიდი რაოდენობის ვირუსის მატარებელია.
„დელტა“ ვარიანტი უფრო გადამდებია ვიდრე ვირუსები, რომლებიც იწვევენ შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს, მწვავე რესპირატორული სინდრომს, ებოლას, გაციებას, სეზონურ გრიპს და ჩუტყვავილას.
11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.