აშშ-ის სენატის ორპარტიული გზავნილი საქართველოს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ბოლოდროინდელი განვითარებებით იმედგაცრუებულია. შესაბამისი ტექსტი მან Twitter-ზე განათავსა. სენატორი შაჰინი, რომელიც კოლეგასთან ერთად, ივნისში სტუმრობდა საქართველოს, წერს, რომ აშშ-ის სენატი მკაფიოა თავის ორპარტიულ გზავნილში საქართველოს მიმართ:

„ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული მოვლენების ახალი განვითარებებით, რაც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი აზარალებს ქართველ ხალხს“, - წერს ჯინ შაჰინი.

სენატორები: დემოკრატიის მარცხი საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამით მხოლოდ კრემლი სარგებლობს