რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დროს სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ „რუსმა სამშვიდობოებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 23 ბლოკ-საგუშაგო გახსნეს და შეხების ხაზზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა მაგისტრალს აკონტროლებენ.“

თავის მხრივ ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ 9 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების სესრულებას მიესალმება.

„ეს მიუთითებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მზადყოფნას, დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი და დაიწყოს პოლიტიკური დარეგულირება“.

შეგახსენებს, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.