თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთში 5 პროვინცია: ანტალია, ადანა, მერსინი, მუღლა და ოსმანიე სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა კურორტის ზონიდან ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ცნობისთვის, სამხრეთ თურქეთში, 40-მდე ლოკაციაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან. 6 ადამიანი დაიღუპა. 275 დაშავდა.
ცეცხლის ჩაქრობას 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩაერთვნენ თვითმფრინავები, ვერტმფრენები და წყლის ავზით აღჭურვილი ავტომობილები.
თავდაპირველად, ტყის ხანძარი სამი დღის წინ, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში გაჩნდა.