CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ორი უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიის, Disney-სა და Walmart-ის თანამშრომლობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.
Disney აუცრელ თანამშრომლებს ვაქცინაციისთვის 60 დღეს აძლევს. ამასთან, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, ოფისებში დაბრუნებამდე აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.
Walmart-ი კი აცრილ თანამშრომლებს 150 დოლარის ოდენობის ბონუსსა და სამდღიან დასვენებას შესთავაზებს. ამასთან, თანხას კომპანიის ახალი თანამშრომლებიც მიიღებენ, რომლებმაც აცრა Walmart-ში დასაქმებამდე გაიკეთეს. Walmart-ის თანამშრომლები 4 ოქტომბრამდე უნდა აიცრნენ.
Netflix-მა აშშ-ში მსახიობებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა