პატრიარქი: შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს

წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის ხსენების დღეს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა პარაკლისი. მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ და მრევლის ნაწილმა მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს. შეკრებილებს პატიარქმაც მიმართა:

„ბედნიერი ვარ დღეს, რომ აქ ბრძანდებით. წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ. ღმერთი არის სიყვარული. ერთი ლექსია სიყვარულზე, სადაც ნათქვამია, – „დაცარიელდა სიყვარულის ტაძარი“. შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!“.

ამავე თემაზე: მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება