„დელტა“ შტამის დაფიქსირების გამო უჰანი კორონავირუსზე მასობრივ ტესტირებას იწყებს

12 მილიონიან ვუჰანში კორონავირუსზე გაფართოებულ ტესტირებას ჩაატარებს და ყველა მოქალაქეს შეამოწმებს. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალური წარმომადგენლების დაყრდნობით იუწყება. ეს გადაწყვეტილება „დელტა“ შტამის ახალი შემთხვევების დაფიქსირებას მოჰყვა. მიზანი ასიმპტომური პაციენტების და დადებითი შედეგის დროული გამოვლენაა.

ადგილზე, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო, გასული წლის მაისის შემდეგ აღარ განუცხადებია ახალი შემთვევების დაფიქსირების შესახებ, ახლა კი იუწყებიან, რომ „დელტა“ ვარიანტი სულ სამ ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევები ახლომდებარე პროვინციებში ინფექციის გავრცელებას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ ვირუსი რუსეთიდან ჩასულებს დაუფიქსირდათ. თუმცა ჯერ უცნობია, არის თუ არა პროვინციებში დაფიქსირებული ყველა შემთხვევა „დელტა“ ვარიანტი, რადგან ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჩინეთში, უჰანში ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

კონგრესმენების ანგარიში: მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ კორონავირუსმა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა