ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი „დელტა“ შტამის სიმპტომებზე საუბრობს. Europetime-თან ინტერვიუში ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ სიმპტომატიკა არის ჩვეულებრივი გაციების მსგავსი. შესაბამისად, ბევრი ახალგაზრდა თვლიდა, რომ თუ დააცემინებდა, ჩვეულებრივ გაცივდნენ და აგრძელებდა აქტიურ ცხოვრებას. სწორედ ამან გამოიწვია სწრაფად გავრცელება.
„უფრო სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი, რაც პრობლემაა ჯანდაცვის სისტემისთვის. „დელტა“ შტამი 100-ზე მეტ ქვეყანაში გახდა დომინანტური. როდესაც მაისში, „დელტა“ შტამზე დაიწყო ლაპარაკი, დადგინდა, რომ ეს შტამი ძალიან სწრფად ვრცელდება. როდესაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში უნდა ეფიქრათ, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა. სწორედ ამ დროს მოხსნა საქართველომ თითქმის ყველა შეზღუდვა, გახსნა საზღვრები, რამაც ხელი შეუწყო იმ ქვეყნებიდან ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას, სადაც დელტა „შტამი“ იყო დომინანტური.
ამას დაემატა ის, რომ მოქალაქეები რეგიონებში, განსაკუთრებით აჭარაში, რომელიც ტურისტული ეპიცენტრია, თითქმის აღარ ატარებდნენ პირბადეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გამოცდილებით, „დელტა“ შტამი ასეთი ვერაგია, საქართველომ სამწუხაროდ, არ მიაქცია ყურადღება და მხოლოდ ფართოდ გავრცელების შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რა უნდა გაეკეთებინათ“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.
საქართველოში კორონავირუსი დღეს 4 827 ადამიანს დაუდასტურდა.