ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო საკუთარ ხალხს კლავს

„მორიგი კოშმარი“, - ამ სიტყვებით აღწერს ბელარუსიელი აქტივისტის გარდაცვალების ფაქტს ევროპარლამენტარი ვილა ფონ კრამონი. ის წერს, რომ ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო საკუთარ ხალხს კლავს.

„მორიგი კოშმარი. არავინ არის დაცული. ლუკაშენკო საკუთარ ხალხს კლავს“, - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისათვის, გაუჩინარებული ბელარუსიელი აქტივისტი კიევში გარდაცვლილი იპოვეს. ვიტალი შიშოვი კიევში დაფუძნებულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც თანამემამულეებს რეჟიმის დევნისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოიძიებენ ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის მკვლელობას და თვითმკვლელობას.