ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განცხადებით, დღეს რეგულაციები ფორმალობად გადაიქცა და მას ადამიანები აღარ იცავენ. ამის შესახებ მან Europetime-ს განუცხადა.
როგორც ინფექციონისტი ამბობს, კოვიდინფიცირებულების მატების მიუხედავად, მკაცრი ლოკდაუნი და მძიმე შეზღუდვების დაწესება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება.
ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი რეგულაციების აღსრულება უნდა იყოს ადექვატური და შესაბამისი.
Europetime-თან საუბრისას ინფექციონისტი ასევე აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულების ნაწილი ქუჩაში გადაადგილდება და ამაზე დამატებითი მკაცრი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს
,,მკაცრი ლოკდაუნი და მძიმე შეზღუდვები უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება და ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს მოსახლეობას და ამიტომ ალბათ, მე ყოველ შემთხვევაში, იმ მხარეს ვარ, რომელიც ნაკლებად ემხრობა სერიოზულ შეზღუდვებს, მაგრამ რაც არის იმის აღსრულება უნდა ხდებოდეს, ეს ფაქტია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად რეგულაციები ფორმალურობად გადაიქცა და ადამიანები მას აღარ იცავენ.
ასევე, თუ ჯარიმებს ვაწესებთ, ეს ჯარიმები უნდა გადავახდევინოთ, იმიტომ, რომ ჯარიმების ჩამოწერა ცუდი პრეცედენტია, რადგან ადამიანებში დაუსჯელობის შეგრძნებას იწვევს, არადა გამოდის, რომ ჯარიმები პრინციპში აუცილებელია, რადგან რთულია თვითკონტროლი მოვთხოვოთ ადამიანებს, ამიტომ აღსრულება უნდა იყოს ადექვატური და შესაბამისი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებულიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გადაცემის პრევენეცია გავაკეთოთ. კიდევ ერთი, კოვიდინფიცირებულები აშკარად ვიცით, რომ მოძრაობენ ქუჩაში. აღარაფერს ვამბობ კონტაქტებზე და ამაზეც უფრო მკაცრი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს", - განაცხადა ინფექციონისტმა", - განაცხადა ბუწაშვილმა.