აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავტო ინდუსტრიის მომავალი ელექტრო ავტომობილებია.
„ელექტრომობილი ავტოინდუსტრიის მომავალია. უკან დაბრუნება არ არსებობს", - აღნიშნულია თეთრი სახლის ლიდერის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროკავშირი გეგმავს, 2035 წლამდე შეწყვიტოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა.
CNN-ის ინფორმაციით, ევროკავშირის გეგმის მიხედვით, ჰიბრიდული ძრავის ავტომობილებს გადაშენების პირას მყოფი მანქანების სიაში შეიყვანენ და ელექტროავტომობილებზე სრულად გადასვლას უზრუნველყოფენ.