USAID-ი საქართველოში პროფესიულ განათლებას $24 მილიონით დააფინანსებს

USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში პროფესიულ განათლებას $24 მილიონით დააფინანსებს. ინფორმაცია USAID-ის Facebook გვერდზე განთავსდა.

„საქართველოს დინამიკური ეკონომიკური ზრდა მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას მოითხოვს, რაც თანამედროვე ეკონომიკის წარმატების საწინდარია.სიხარულით გაცნობებთ, რომ ვიწყებთ ახალ ხუთწლიან პროგრამას „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“.

პროგრამა ხელს შეუწყობს უნარჩვევებისა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას.კერძო სექტორთან თანამშრომლობით შევიმუშავებთ გადამზადების პროგრამებს, რომლებიც საქართველოს განვითარებით მრეწველობაში დასაქმების მიზნით მოამზადებს სტუდენტებს, პროფესიონალებს და სამსახურის მაძიებლებს.პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, რომ USAID „ ბიზნესებთან და სამრეწველო ჯგუფებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის. პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნება ახალი პროგრამები, რაც სამუშაოს მაძლიებლებს დასაქმების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ბიზნესს მაღალკვალიფიცური კანდიდატებით უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ტექსტში.