ჯანმოს გაფრთხილების მიუხედავად, გერმანია და საფრანგეთი სექტემბრიდან ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას დაუშვებენ

გერმანია და საფრანგეთი სექტემბრიდან დაიწყებენ თავიანთი მოსახლეობის ყველაზე დაუცველი წევრებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზებას. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გერმანია და საფრანგეთი უგულებელყოფენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილებას, არ გამოიყენონ ვაქცინის მოსამე დოზა, სანამ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა არ აიცრება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი სექტემბრიდან ხანდაზმულებსა და დაუცველებს COVID-19 ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს.

"მესამე დოზა ალბათ საჭირო გახდება, არა პირდაპირ ყველასთვის, არამედ ჯანმრთელობის ყველაზე რთული მდგომარეობის მქონეებისა და მოხუცებისთვის" – თქვა 5 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Instagram-ზე ატვირთულ ვიდეოში.

გერმანია აპირებს სექტემბრიდან მესამე დოზა შესთავაზოს იმუნიტეტის დარღვევის მქონე პაციენტებს, მოხუცებსა და მოხუცთა თავშესაფრებს.

ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით ვაქცინაციაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოაცხადონ