საბერძნეთში, ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით,  2 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთაში, ტყის ხანძრი გაჩენის ბრალდებით, 2 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახენ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Euronews-ი ავრცელებს.

ბერძნული საინფორმაციო სააგენტო ANA-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 43 წლის ბერძენი კაცი და ავღანელი ქალი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავღანელ ქალს დაკავებისას სანთებლები, ბენზინი და აალებადი მასალები აღმოაჩნდა.

ცნობისთვის, საბერძნეთში ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. საბერძნეთში უკონტროლო ხანძრების გავრცელების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველია.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 150-ზე მეტი კერაა. 6 რეგიონი საფრთხის ქვეშაა.

ამავე თემაზე: საბერძნეთში, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 150-ზე მეტი კერაა - სიტუაცია უკონტროლოა.