შვედეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinovac-ის ვაქცინით აცრილებისთვის საზღვარს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo შვედეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვედითს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შემსვლელთათვის ვალიდურად ითვლება სრული ვაქცინაცია შემდეგი ვაქცინებით: Pfizer/BioNTech (Comirnaty), AstraZeneca (Vaxzevria), Johnson & Johnson (Janssen), Moderna (Spikevax), AstraZeneca-SK Bio (Vaxzevria), AstraZeneca-Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP და CoronaVac by Sinovac Life Sciences.
შესაბამისად, ამ ვაქცინით აცრილებს საზღვარზე მხოლოდ აცრის სერთიფიკატის წარდგენა მოეთხოვებათ, რომელიც შედგენილი უნდა იყოს შემდეგი ენებიდან ერთ-ერთზე - შვედური, დანიური, ნორვეგიული, ფრანგული და ინგლისური.
როგორც ცნობილია, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული პირები, რომლებიც არ არიან სრულად ვაქცინირებული ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინებით და/ან არ ფლობენ ვაქცინაციის ვალიდურ სერთიფიკატს, ვალდებულნი არიან, წარადგინინ უარყოფითი ტესტის საბუთი, რომელიც გაცემული უნდა იყოს საზღვრის კვეთამდე 48 საათის ფარგლებში. ამასთან, მითითებულია, რომ მიიღება ნებისმიერი ქვეყნის მიერ გაცემული უარყოფითი ტესტის სერთიფიკატი.
შეგახსენებთ, რომ ჩინურ Sinovac-ს ევროკავშირისა და შენგენის 7 ქვეყანა უკვე აღიარებს.
Sinovac-ით აცრას აღიარებენ შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია.
Sinovac-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველ ივნისს დაამტკიცა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტიანობის და წარმოების ყველა საერთაშორისო სტანდარტს.