აშშ-ის სენატმა დაამტკიცა $3,5 ტრილიონიანი საბიუჯეტო გეგმა, რომლის მიზანია სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოს დაცვა. იუწყება ამერიკული მედია. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ შემდგომი ათი წლის განმავლობაში ტრილიონობით დოლარს მოახმარს ოჯახების დახმარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლას.
ამასთან, გათვალისწინებულია მსხვილი ბიზნესებისთვის გადასახადების გაზრდა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება გადასახადი ნახშირბადის საწვავის იმპორტზე.