საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 715 919-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 933-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 688 940-მა ადამიანმა გაიკეთა.
საქართველოში დღეს კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3