დღეს სამების ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
სამოქალაქო პანაშვიდები 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.
იდენტიფიცირებულთაგან ერთ ნეშტს სამხედრო პატივით 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს.