13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 741 353-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25 432-მა ადამიანმა გაიკეთა.
ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3.
კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა