დაავადებათა კონოტრლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ამცრელი ექიმის უარის შემთხვევაში, მოსთხოვონ წერილობითი განმარტება, თუ რატომ ეუბნებიან უარს, ამის შემდეგ კი რეგულირების სააგენტოს შეეძლება შეაფასოს რამდენად საფუძვლიანი იყო მოქალაქისთვის უარის თქმა.
„თუ ვაქცინას არ უწერია უკუჩვენება ინსტრუქციაში, ის ყველა დანარჩენი ადამიანისათვის არის აბსოლუტურად მისაღები. ჩაწეროს ექიმმა პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით და დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას ექიმები აღარ იტყვიან, რადგან ამით თავიანთ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ რომ ბავშვობაში თუ ჭინჭრის ჰქონდა და უარს ეუბნებიან აცრაზე.
ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე მიზეზით უარს ეტყვიან აცრაზე, იმ ექიმმა ჩაწეროს რატომ ეუბნება უარს აცრაზე, სრული უფლება აქვს პაციენტს, რომ ექიმს, რომელთანაც მივიდა აცრაზე, მოსთხოვოს რატომ ეუბნება უარს აცრაზე და ეს ჩანაწერით დააფიქსიროს. როდესაც იქნება ეს ჩანაწერი, უკვე შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს თუ რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი. 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 5 697ადამიანს შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა.