პაატა იმნაძე: სრულად ვაქცინირებულებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ.

მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებული არ არის იმ რაოდენობის მოქალაქე, რომ მათ გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაუწესდეთ.

"სამწუხაროდ, ჯერ ვაქცინირებული ადამიანების წილი არ არის იმდენი, რომ ეს მოხერხდეს. გამოცხადებულია, რომ სექტემბრიდან, ამ ადამიანებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეტი თავისუფლება ექნებათ. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ეს იქნება. ეს უსაფრთხოების ზომების დაცვაა. არის ვიღაც, ვინც მეტ საფრთხეს წარმოადგენს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, არის ის, ვინც ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს თავისი თავისთვის და საზოგადოებისთვის",- აცახდებს პაატა იმნაძე.

საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.