გერმანიის მთავრობამ შეერთებული შტატები, თურქეთი და ისრაელი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებად დაასახელა, რის გამოც, გერმანიაში ჩასულ არავაქცინირებულებს მინიმუმ 5-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი გადაყვეტილება აშშ-სა და ისრაელის შემთხვევაში კვირას, 15 აგვისტოს, ამოქმედდება. თურქეთის შემთხვევაში კი ის ძალაში სამშაბათს, 17 აგვისტოს შევა, რადგან გერმანიაში თურქეთის საკმაოდ ბევრი მოქალაქე ცხოვრობს.
მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოგზაურებს დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის, ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ მტკიცებულების წარდგენა, რათა თავიდან აიცილონ 10-დღიანი კარანტინი.
თვითიზოლაცია შეიძლება დასრულდეს ყველაზე ადრე ხუთი დღის შემდეგ, უარყოფითი ტესტის პასუხის საფუძველზე.
ამავე თემაზე:
გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა