რა შეზღუდვები იმოქმედებს დღეიდან საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დღეიდან გარკვეული შეზღუდვები ისევ ამოქმედდა.

დღეიდან 4 სექტემბრამდე:

1. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება საქალქთაშორისო ტრანსპორტს.

2. კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება. კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე

3. სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.

4. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურადგადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს.

მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას;

საკოორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები;

მუნიციპალური ტრანსპორტის შ. ზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.

ამავე თემაზე:

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან

როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა

დღეიდან საქართველოში კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება

კვების ობიექტებში, სპა სალონებსა და ფიტნესცენტრებში შესაძლოა, ვაქცინირებულები ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან