ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 524-მა ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 524-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

14 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 767 882 ადამიანი აიცრა.

სრულად ვაქცინირებულია 229 236 ადამიანი.

ცნობისთვის, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 5 579 ადამიანს დაუდასტურდა, 50 ინფიცირებული გარდაიცვალა