შრომის ინსპექციას ხალხმრავალი ღონისძიების - ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღკვეთის - უფლება მიენიჭა. ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა.
აქამდე მოქმედი რეგულაციით, ინსპექციას ჯარიმის გამოწერის უფლება ქელეხის, ქორწილის, იუბილისა და სხვა სახის შეკრების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ჰქონდა, ახალი დადგენილება მას აძლევს შესაძლებლობას, რეაგირება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ღონისძიების გამართვამდე მოახდინოს. რეაგირება გულისხმობს ობიექტის ან მასობრივი ღონისძიებებისთვის საჭირო ნივთების (მაგალითად, აუდიოაპარატურა) დალუქვას. ამასთანავე მსგავსი ღონისძიების განმეორების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მიზნით.
"შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამართვისას განმეორებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მიზნით. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა". - წერია დადგენილებაში.
დღეიდან საქართველოში კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება .
რა შეზღუდვები იმოქმედებს დღეიდან საქართველოში
დღეიდან სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.
შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს