შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. აჭარის რეგიონში, ბოლო დღეების განმავლობაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. დაილუქა 10-მდე ობიექტი, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. ისინი კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ.
"შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნეს ობიექტებს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. უწყება მადლობას უხდის იმ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებმაც შრომის ინსპექციის რეკომენდაცია გაიზიარეს და დაანონსებული ღონისძიებები გააუქმეს", - ნათქვაია განცხადებაში.
შრომის ინსპექციას ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღკვეთის უფლება მიენიჭა
შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს