Deutsche Welles-ს ინფორმაციით, 15 აგვისტოდან გერმანიაში აშშ-იდან ჩასულ მოქალაქეებს კარანტინში გადასვლა მოუწევთ.
როგორც ცნობილია, გერმანიამ აშშ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა.
აშშ-იდან გერმანიაში ჩასულ მოქალაქეებს 5-დან 10 დღემდე კარანტინში გადასვლა მოუწევთ. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ გაკეთებული აცრა ან არ აქვთ გადატანილი COVID-19.
როგორც რობერტ კოხის სახელობის უნივერსიტეტში განაცხადეს, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების შეყვანა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას უკავშირდება.
გერმანიამ აშშ, თურქეთი და ისრაელი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონებად გამოაცხადა