ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 304 -მდე გაიზარდა

BBC-ის ინფორმაციით, ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 304 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 1 800.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, მიწისძვრის შედეგად დაინგრა სასტუმროები, საცხოვრებლები და ეკლესიები.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მიწისძვრა იგრძნობოდა კუბასა და იამაიკაზე. მედია 11 წლის წინანდელ მიწისძვრას იხსენებს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უღარიბეს ქვეყანაში.

მთავრობა აცხადებს, რომ ხალხს ნანგრევებში ეძებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა და ამისთვის კოორდინატორად სამანტა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი დაასახელა.

ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა