Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შედიან.
მედიასაშუალება აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.
ქაბულში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების უმეტესობას ქვეყნიდან გაიყვანენ.
ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება