,,თალიბანის" მებრძოლები მას შემდეგ შევიდნენ ავღანეთის დედაქალაქში, რაც ამერიკელი დიპლომატები ავღანეთიდან ვერტმფრენით გაიყვანეს.0
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, ,,თალიბანის" მებრძოლები ყველა მხარიდან ცდილობდნენ ქაბულში შესვლას.
ავღანეთის პრეზიდენტის სასახლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სროლის ხმა ისმოდა ქაბულის მიმდებარედ, რამდენიმე ადგილას, მაგრამ უსაფრთხოების ძალები, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით აკონტროლებდნენ ქალაქს.
ცნობისთვის, Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შედიან.
ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.