„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია", - ამის შესახებ ამერიკული ხომლადის "დონალდ კუკის" მეთაური, კელი ჯოუნსი წერს.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შავ ზღვაში შემოსვლას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება.
"საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შემოსვლას. აშშ-სა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ხომალდი "დონალდ კუკი" საქართველოს საზღვაო სივრცეში ორჯერ იმყოფებოდა,ბოლო ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა.
🇬🇪 welcomes 🇺🇸 Donald Cook in the Black Sea, marking 7th visit of U.S. Navy ship since the beginning of 2020. Increased presence of the U.S. and NATO in the Black Sea strengthens regional peace and security. @USNavyEurope @usingeo
— MFA of Georgia (@MFAgovge) November 24, 2020