BBC: ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე ცნობილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი გაიქცა.

ცნობისთვის, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ.

ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.

CNN-ი: ავღანეთის მთავრობა დაჯგუფება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს