აშშ-ის ხელისუფლებამ სამ რუსულ კომპანიას, მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის გვერდის ავლით ირანთან, სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გამო, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები 6 ნოემბრიდან ამოქმედდა კომპანია „ავიანაწილების“, სააქციო საზოგადოება „ელეკონის“ და Nilco Group-ის მიმართ. ვაშინგტონის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები, ირანს, სერიასა და ჩრდილოეთ კორეას,მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისათვის გამოსადეგ ტექნოლოგიებსა და მასალებს გადასცემდნენ.
სანქციები ძალაში იქნება ორი წლის განმვალობაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიათა შორის ორი ჩინური კომპანიაცაა.
ერთი თვის წინ ევროპის კავშირმა რუსეთის ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო აგვისტოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. გადაწყვეტილება და სანქციების სია 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში.
სანქციებს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც.
ყველა პირს ევროკავშირში ტურისტული მიზნებით შესვლა ეკრძალება, გაიყინება ევროკავშირში მათი აქტივები, თუკი ისინი არსებობს. გარდა ამისა, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სანქციების სიაში შემავალ პირებთან ფინანსური ურთიერთობები.