გაეროს უშიშროების საბჭო ავღანეთში ახალი, ინკლუზიური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის. ამის შწესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გაეროს უშიშროების საბჭოს მოწოდებით, ახალი მთავრობა უნდა იყოს "ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი, მათ შორის ქალების სრული, თანაბარი და მნიშვნელოვანი მონაწილეობით".
15 წევრისგან შემდგარმა ორგანომ, რომელიც ავღანეთის საკითხის განსახილველად შეიკრიბა, ასევე მოუწოდა "თალიბანს" დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, ადამიანის უფლებების დარღვევა და ყველა მხარემ დაუშვას დაუყოვნებელი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა.
გაეროს უშიშროების საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თალიბანმა" და რომელიმე სხვა ჯგუფმა ავღანეთში მხარი არ უნდა დაუჭიროს ტერორისტებს, რომლებიც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედებენ.
ამავე თემაზე:
ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება