დღეიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდა

პირბადის გამოყენება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"დღეიდან პირბადის გამოყენება, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებული ხდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი "ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება, იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ და ეფექტურად დავძლიოთ მეოთხე ტალღა".

ცნობისთვის, ერთი კვირის წინ, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 208 ადამიანს დაუდასტურდა