15 სექტემბერს საკლასო ოთახებში სწავლა შესაძლოა, ვერ დაიწყოს

"ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა ჩამოვიდა, მაშინ სწავლის განახლების საკითხი დადგება.

"ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველით, შეზღუდვებმა, რომლებიც ახლა შემოვიღეთ და აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, დრეს გვაქვს 10%-ის ფარგლებში,მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: არაა ქორწილის, ქელეხის, კონცერტის, წვეულების დრო, როცა, ყოველდღიურად, 30-40 და მეტი სიკვდილის შემთხვევაა