საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თელმიკოს“ და სს „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების გადაანგარიშება დაავალა.
„ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკში უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე“, - ნაქვამია სემეკის განცხადებაში.
სემეკმა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა
სემეკმა უსაფუძვლოდ ჩათვალა „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ივნისსა და ივლისში აბონენტებზე დარიცხული თანხა.
მომხმარებლებს მოუწოდებენ, კომპანიების მხრიდან უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ ცენტრის ნომერზე - 16 216.