გერმანიის პრეზიდენტი: იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობს ხალხი ქაბულიდან გაქცევას, სამარცხვინოა დასავლეთისთვის

იმ სურათების ნახვა, თუ როგორ ცდილობს ხალხი ქაბულიდან გაქცევას, სამარცხვინოა დასავლეთის ერებისთვის, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

"ჩვენ განვიცდით ადამიანურ ტრაგედიას, რისთვისაც ვიზიარებთ პასუხისმგებლობას", - განაცხადა შტაინმაიერმა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ავღანეთში ძალადობით დაშინებული ადამიანების დასახმარებლად.

ამავე თემაზე:

ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს

ანგელა მერკელი: ავღანეთში განვითარებული მოვლენები მწარე, დრამატული და შემზარავია