გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ავღანეთში განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ "ეს არის უკიდურესად მწარე, დრამატული და შემზარავი". ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
"ეს არის (მოვლენების) საშინელი განვითარება მილიონობით ავღანელისთვის, რომელთაც სურთ უფრო ლიბერალური საზოგადოება", - აღნიშნა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა პატივი მიაგო 59 გერმანელ ჯარისკაცს, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ, ასევე მათ, ვინც დაშავდა.
მერკელმა აღნიშნა, რომ მისია არ იყო ისეთი წარმატებული, როგორც ამას ელოდნენ.
მისი თქმით, ძალისხმევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველყონ მხარდაჭერა და თავშესაფარი, განსაკუთრებით ავღანელი დამხმარე პერსონალისთვის, რომლებიც გერმაელ სამხედროებს ეხმარებოდნენ. ქაბულში არსებული ქაოსური პირობები კი ოპერაციას "უკიდურესად ართულებს".
გერმანიის კანცლერის თქმით, დაეხმარებიან მეზობელ ქვეყნებს, როგორიცაა პაკისტანი, სადაც სავარაუდოდ ბევრი ლტოლვილი ჩავა.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს "თალიბანის" წევრები ქაბულში შევიდნენ. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. "თალიბანმა" ქვეყანაში "ავღანეთის ისლამური ემირატის" დაარსების შესახებ განაცხადა.
ამავე თემაზე:
ემანუელ მაკრონი: ავღანეთი საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი არ უნდა გახდეს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება
ჯეიკ სალივანი: ავღანეთის არმიამ გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და ქვეყნისთვის