ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა - 877, იმერეთი - 789, ქვემო ქართლი - 355, შიდა ქართლი - 318, გურია - 188, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 313, კახეთი - 452, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 62.
თამარ გაბუნია ეპიდვითარებაზე: სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 312 საიდანაც: 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 945, იმერეთში - 1 025. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 461, მათ შორის, თბილისში - 620, აჭარაში - 146, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 23, იმერეთში - 19. 3 450 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 633 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 46 833 მკურნალობს ბინაზე.
ბოლო 24 საათში 25 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 73, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 051 ადამიანი.
საქართველოში ვირუსის გავრცელების შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 17 აგვისტოს გამოვლინდა
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 513 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 26 617, აჭარაში - 7 566, იმერეთში - 4 735.